ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები წინასაარჩევნოდ - სუს-ის განცხადებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმაურება.
გვარამია მმართველ პარტიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" ძალოვან სტრუქტურებს არჩევნების წინ ყოველთვის იმიჯს ულახავს.
"სამარცხვინოა სრულიად, ყოველი არჩევნების წინ თავს ჭრის „ქართული ოცნება" ყველა ძალოვან სტრუქტურას - პროკურატურა იქნება ეს, სუს-ი თუ შსს. ალაპარაკებს აბსოლუტურ სისულელეებს, აქვეყნებინებს უკანონო ფარული მიყურადების მასალებს, მერე იღძრება საქმეები ჩემ წინააღმდეგ, მაგალითად, ყველა არჩევნების წინ ღძრავენ საქმეს სახელმწიფო გადატრიალებაზე, მერე ეს საქმე უკვალოდ იკარგება, არავის არაფერი არ გამოუძიებია", - ამბობს გვარამია.