ბურჭულაძე:

ბურჭულაძე: "იავნანას" წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია იგეგმება

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია იგეგმება.

"ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 25 ოქტომბერს როგორც იცით, ფონდი გეგმავს საქველმოქმედო გალა კონცერტს. საქმე ისაა, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და ჩადიან იმ ოჯახებთან, ვისაც ფონდი დაეხმარა. მინდა მივმართო “იავნანას” ყველა ოჯახს, სტუდენტს, თუ ბავშვს, არ მოტყუვდეთ, არც ფონდი და არც მე თქვენთან ინტერვიუსთვის, ან რამე სხვა საკითხთან დაკავშირებით არავის ვაგზავნით. ეს ადამიანები ცრუობენ და არ არიან ფონდის წარმომადგენლები.

მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეწყვიტოს ეს სამარცხვინო დევნა, გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს და ხალხს უთხრას სიმართლე, უთხრას რომ ყველაფერი იყო სიცრუე და დადგმული სპექტაკლი, რომელმაც ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები დააზარალა, ვისაც ფონდი ეხმარებოდა. 1 წელია ფონდი ვეღარ აკეთებს თავის საქმეს, სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი ყოველწლიურად გასცემდა”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძე.

ბურჭულაძე საქართველოს მთვრობას წერილით მიმართავს, სანამ “იავნანა” სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას, დაეხმაროს გაჭირვებულ ოჯახებს.