კოკა ყანდიაშვილი თაკო ჩარკვიანის პოსტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუუს აქვეყნებს:
,,თაკო, Tako Charkviani სულ ორი აბზაცი მოგწერე, ისიც ცივი შხაპის ამბავში და ეს რამხელა ფაშისტური რეჩიტატივი შეგიქმნია …
მესმის, რომ არასდროს გიჭრიდა კალამი, მაგრამ უწიგნურობის ასეთი გამოვლინება, არშემდგარი კულტურის მინისტრის მოადგილისგან, მთლად “მეფე შიშველიას” ტოლფასია….
ანუ, როგორც შენი, ჩემდამი მოძღვნილი ადუჟებული ნაცოდვარიდან ვარკვევთ, “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო” – ათი საუკუნის წინ, არა შოთა რუსთაველმა დაუტოვა საქართველოს, როგორც სიბრძნე – არამედ ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მომიძღვნა ეს – პირადად მე, თანაც როგორც “ფუნაგორია” – ?
სერიოზულად თაკო?
წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა სამიჯნურო
1103
კვლა იტყვის: „ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების;
მით რაცა მინდა, არა მაქვს, მაქვს რაცა, არ მომინდების;
ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!“
ახლა კი, ციტატა შენი “ქმნილებიდან”.
თაკო ჩარკვიანი: – “p.s ისე, მინდა გითხრა, რომ ჯანსუღის ის პატარა ფუნაგორია: “კოკასა შიგან , რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების”, შენ გეკუთვნის, მართლა შენ დაგიწერა და დაბეჭდა კიდეც გაზეთ “ქართულ სიტყვაში”…..
თაკო, მამაშენის ხათრით, კი არ ხარ ღირსი, მაგრამ მაინც, ერთ უფასო რჩევას მოგცემ – უბრალოდ აღარ დაწერო არაფერი, არც მე მომწერო, არც სხვას, გააუქმე შენი ფეისბუქი, არ გამოგდის მაინც და მთლად ბოლომდე ნუ დაიმარხავ თავს.
პ.ს. მეგობრებო, პრინციპში არც უნდა გვიკვირდეს, რომ რუსული “შტაბკვარწირის პრინცესა” – მხოლოდ ისეთი ადამიანი შეიძლება გახდეს, ვისაც “კოკასა შიდა რაცა დგას….” XXI-ე საუკუნეში დაწერილი, თანაც ფუნაგორია ჰგონია… ეჰ, თუმცა მათთვის ხომ საქართველოს ისტორია 2003 წელს იწყებოდა……”- წერს კოკა ყანდიაშვილი.