“საქართველოს არაკვალიფიციურო პროკურატურავ, მე რომ ვილაპარაკო ვინმესთან, როგორ უნდა მოვკლა ივანიშვილი, მთელი დეტალებით: გამოვრთოთ კამერა, მოვისყიდოთ მზარეული, ქრთამი მივცეთ დაცვის უფროსს, სააკაშვილიც საქმის კურსშია და ა.შ. – ეს დანაშაულის მომზადებაა? ადამიანების ერთმანეთში საუბარია მხოლოდ. ასევე სრული ბოდვაა, რაც პატარკაციშვილზე გამოგაქვთ ახლა. ესაა მხოლოდ აბდაუბდა საუბარი (რომლის ავთენტურობასაც კი ვერ ადასტურებთ), რომლესაც არათუ მკვლელობა არ მოყოლია, არამედ არც ერთი აქტიური ქმედების განხორციელებაც კი, რაც დანაშაულის მომზადების კვალიფიკაციისთვის აუცილებლად საჭიროა.
მუნდირის შემარცხვენელი პოლიტიზირებული ქაჯები ხართ!” – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
გვარამიას “ფეისბუქ” პოსტს, ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ასე ეხმაურება:
“არა, ბაბუს რომ არ დაეკითხა ბავშვი და ცხენით გაისეირნა, ბაბუს ცხენი მოპარული რომ ეგონა და პოლიციაში დარეკა – არიქა, მიშველეთო. პოლიციელები ჯერ კიდევ ბაბუსთან რომ იყვნენ, შვილიშვილმა ეზოში ცხენი ეზოში რომ შემოაჭენა და ბაბუ ცრუ განგაშისთვის. ცრუ დასმენა), შვილიშვილი კი ცხენის მოპარვისთვის დააკავეთ, აი, ეს იყო დანაშაული, ტერაქტიც იყო და სახელმწიფო გადატრიალებაც…
პ.ს. ისე, აღიარებითი ჩვენება მისცა PR-ის მამამ, ფაქტობრივად.
p.s. ჰო და კიდევ, ბოდვა ეს “ფილმია” , შენ რომ 7 ნოემბერი გადაიღე ის კლასიკა იყო,” – წერს მეფარიშვილი.