“მე და ჩემმა ოჯახმა ისეთი რეპრესიები გამოვიარეთ “ნაციონალური მოძრაობის”დროს, ამაზე უარესი რა უნდა იყოს, არც კი ვიცი…” – ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ხათუნა ჟორდანიამ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
“მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ზურა (მისი მეუღლე, მომღერალი ზურა ხაჩიძე) ოპოზიციის მიტინგზე მივიდა, სანამ უკან სახლში დაბრუნდა, უშიშროება უკვე სახლში მეჯდა. ტელეფონზე მირეკავდნენ და ჩემ ძმას, ორჯერ დაჭერილსა და ორჯერვე გამოშვებულს უკვე იბარებდნენ ფინანსურ პოლიციაში, და მე ვიცი შეგრძნება, როდესაც შიშისგან ადამიანს შეიძლება გული გაუსკდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” დროს მძიმე რეპრესიები გამოვიარეთ, მე დღეს თავისუფლად ვსუნთქავ, დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობ, ”- განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ.