“აბა, ეს ნორმალურია?! 2016-ში ხომ შემოუერთდი და ახლა სულ ბზრიალ-ბზრიალით წამოხვალ სტრასბურგიდან”, – ამ კომენტარით ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომ ემიგრანტების კოლონა სტრასბრუგიდან თბილისის მიმართულებით უნდა წამოვიდეს და გზაში თავადაც შეურთდება.
“კარგი ინიციატივაა, რომ ემიგრანტები ერთი მთლიანი კოლონით დაიძრან სტრასბურგიდან თბილისში, გზა და გზა აკრიფოთ ხალხი და თბილისში ჩახვიდეთ ხმის მისაცემად. მეც ერთ-ერთ ეტაპზე შემოგიერთდებით,” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.