"რაო, კახაბერ გავიდა ერთი წელი და ვერ გააკეთე ვერაფერი ჯერ ხომ?"

დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი, მის ყოფილ კონკურენტს, აწ უკვე მოქმედ მერს კახა კალაძეს მიმართავს და ახალი ინიციატივის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაღებვის შესახებ შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"აბა რა, ხეებიც მივახატოთ კორპუსებს და ეგაა! ჩავეფლობით მერე სიმწვანეში. რაო კახაბერ გავიდა ერთი წელი და ვერ გააკეთე ვერაფერი ჯერ ხომ? გითხარი მე შენ აიღე ჩემი პროგრამა და იხელმძღვანელეთქო, მარა არ გინდა ეგ. ჰოდა, ღებე ეხლა ავტობუსები მწვანედ" - წერს ალეკო ელისაშვილი ფეისბუქზე.