"რომ დამიჭიროთ, იცოდეთ, რომ ზუსტად ეგ მინდა მეც" - გვარამია ბოლომდე მიდის

"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"ბოლომდე გაფარჩაკებულო ქოცმთავრობავ, ტყუილად თავს ნუ იწუხებთ შემოთვლებით, რომ ჩემი დაჭერის გეგმებს ამუშავებთ. უნდა მიმხვდარიყავით აქამდე (ცოტა ჭკუა მაინც რომ გქონდეთ), რომ არც მშიშარა ვარ, და რაც უფრო მეტს მემუქრებიან, მით უფრო თავზეხელაღებულად გამბედავი ვხდები.

თუ გამბედაობა და უჭკუობა გეყოფათ, რომ დამიჭიროთ, იცოდეთ, რომ ზუსტად ეგ მინდა მეც. ჩემს პატიმრობას დიდი სიამოვნებით შევწირავ ჩემი სამშობლოს თქვენგან სამუდამოდ გათავისუფლებას.

p.s. მე კი გამოვალ, და თქვენ შეხვალთ და დიდი ხანი ვეღარ გამოხვალთ, გარწმუნებთ".