წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ამ სახლში მალავდნენ გატაცებული ახალგაზრდა ბიჭი. აქვე ჩატარდა სპეცოპერაცია. მეზობლები ამბობენ, რომ სახლი მიტოვებული იყო და ხმაურის შემდეგ გაიგეს, რომ იქ ჰყავდათ გატაცებული დამალული.
"ხმაური და სროლა არ ყოფილა. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გვითხრეს რომ მძევლად აყვანილი ახალგაზრდა უვნებლად გამოყვანეს. ეს სახლი მიტოვბულია და ბოლო 7 წელია აქ არავის უცხოვრია. არც ბოლო დღეებში შეგვინიშნავს მანდ ვინმე. არც შუქები ანთებულა სახლში. ადგილზე 40-ზე მეტი პოლიციის მანქანა იყო მობილიზებული" - განუცხადა "აიპრესს" სოფელ მაღლაკის მკვიდრმა ირინა ჩეჩელაშვილმა.