სკანდალური ჩანაწერებში, რომელიც "პოსტსკრიპტუმმა" მოიპოვა, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელია იმ მეთოდებსაც ახსენებს, რომლითაც წლების განმავლობაში ხელისუფლებისთვის საქმეებს ალაგებდა. სუბელიანი თავის "შემადგენლობასთან" ერთად მოწმეებს იტაცებდა და სცემდა სასურველი ჩვენებების მისაღებად, მათ შორის, გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს.
ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეებზე კი პირდაპირ ამბობს, რომ მათ აწამებდა.
ამავე ფრაგმენტში ნახსენები არიან მთავარი პროკურორები კბილაშვილი და შოთაძე, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომლებიც მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ.
სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც ყოფილა.
ისევ ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე. და ისევ ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია.
მირზა სუბელიანი: “იმ კაცთან მიდის საუბარი რომელთანაც, თან ასე უთხარი სიტყვა-სიტყვით, ქალაქის პროკურორი რო იყო ეგ ყ..ეთქო, ქალაქის პროკურორი რო იყო და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რო იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რო ამათ გაეხსნათ, აბა როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და აბა როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?! ქალაქის პროკურატურა იძიებდა საქმეს და ოპერატიულად უზრუნველყოფას ჩვენ უზრუნველვყოფდით, ჩემი პირადი შემადგენლობით. დ - პროკურორებმა წამოიღეს თავისი ლეპტოპები და მოვიდნენ ჩვენთან, გენინსპექციაში.
მ - ორ შვილს ვფიცავარ, მანქანებიდან ვაბრუნებდი ქალაქის პროკურორის მოადგილეს და მაშინ არ დამიზღვევია თავი და ახლა ვიზღვევ თურმე ამ ყლეობაზე. იმიტომაც ვთხოვე სოზარის ამ ბიჭებზე დასაქმებულები იყვნენ, ამ სპეცოპერაციაც ამათი გაკეთებული იყო, ყველაფერი ამათი გაკეთებულია, ამხელა თემები რო კაცს აქვს გაკეთებული, ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ...ვდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი.
ვ - მოვუყვები ეხლა იმას ყველაფერს.
მ - არა, სალაპარაკოდ და სავაჭროდ კი არ ვამბობ, ეს დავალებები რაც გვაქ ჩვენ შესრულებული დაფაილებული და შენახული გვაქ, ასე იდგნენ მუხლისჩოქა, შოთაძე და იმას, ნიკამ უარი უთხრა და გამოყარა, მოდი თქვენ შეასრულეთო, კბილაშვილი შემომყავდა, ღარიბა იყო, სადმე გაბაზრდა?! და ბოლო ბოლო ვანოს თემა, მინდოდა ეს ტ..ში შემეტენა?! იმან ვერ გადაწყვიტა ღარიბამ?! იმდენი გვაქვს ოპერატიულად გაკეთებული ძმაო, ჩვენ ერთი გზა გვაქ, ესენი რო თავს იზღვევენ ძმაო, ისინი რო მოვიდნენ დედას მოგ...ნავენ სათითაოდ და მე ჩემებმა მომ..ნეს დედა, სანამ ისინი მოვიდოდნენ.
დ - ექვსი თვე მელოდებოდნენ სანამ ამერიკიდან ჩამოვიდოდი, რო ამ საქმეზე დავეკითხე.
მ - და არც ერთ ბიჭს ჩვენება არ მიუცია, არც ერთი არ გაბოზებულა, რა დაუხვდათ წინ, ერთი საქმე მაინც ამოიღონ, სადაც მე მივდივარ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ მაინც არ იცი რამდენჯერ კედელთან მიმამწყვდიეს, ისიც იცი რაზბორკები რო იყო და მე და შენ რო ვიჯექით, იქ რო ვიჯექით რაზბორკაზე, იქაც ვთქვი რო სოზარის დავალებაამეთქი, არ გახსოვს? აბა ეხლა მეტი რა გავაკეთო ეს დედა მო...ული მითხარი. რა არი იცი, რომელი ჯობია? ამიტომაა პოლიტიკა კაი, პოლიტიკურად ყველანაირად ხსნი და მუნდირი რო გაქ ვერანაირად ვერ ხსნი გესმის? მაშინ ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი.”