ფოთის ყოფილი მერი დავით ქანთარია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მეორედ „მასტერამ“ დამაკავა...
იმ დღეს სახლში ვიღაც პოლიციელი მოვიდა, უბნის რწმუნებული ვარო, მოიტყუა. იარაღის შენახვის ნებართვა მოითხოვა, ვაჩვენე. წავიდა უსიტყვოდ.
მივხვდი, მიჭერდნენ, სახლიდან წავედი, არ მინდოდა, შვილებს ენახათ, თუ როგორ წამიყვანდნენ.
ღამის 3 საათზე მოვიდა „მასტერა“ იქ, სადაც ვიყავი... 100-მდე იყვნენ. ამდენი რატომ ხართ-მეთქი? სხვათაშორის, იმ წუთში გასცა ბრძანება და ყველანი გაუშვა, რამდენიმე დარჩნენ.
„ბ-ნო დავით, ისევ დიდი გაუგებრობაა თქვენსა და მინისტრს შორის ( მერაბიშვილს გულისხმობდა), შეფი (დათა ახალაია) გაგესაუბრებათ მოდულში და მე თვითონ წამოგიყვანო სახლში“ (ერთი წლის მერე კი დავბრუნდი ჩემით).
ერთი რამ აინტერესებდა, რას აპირებდა ბადრი პატარკაციშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანაში და რა როლს ვთამაშობდი მე ამ სიტუაციაში სამეგრელოში!
კი იყო „მასტერა“ თავისი საქმის „მასტერი“. რამ გამახსენა ეს დღეს, არ ვიცი“, - წერს ქანთარია.