“ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება”

“ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება”

რუსეთი არსად არ ერევა, ჩვენ დიდი ტერიტორია გვაქვს და სხვისი არაფერი გვჭირდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ არსად არ ვერევით, ჩვენ გვაქვს დიდი ტერიტორია და სხვისი არაფერი გვჭირდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ასე იყო ყოველთვის ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის მანძილზე. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ჩვენი ხალხის სისხლშია. ამ მხრივ ჩვენ თავს თავდაჯერებულად ვგრძნობთ“, – აღნიშნა პუტინმა.