ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველო მზად არ არის ევროკავშირის წევრობისთვის.
“თუ მეკითხებით არის თუ არა დღეის მდგომარეობით საქართველო მზად ევროკავშირის წევრობისთვის, პასუხი იქნება - არა, არ არის მზად“- განაცხადა ელჩმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
„მოგეხსენებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულება იძლევა ჩარჩოს, რათა საქართველო დაუახლოვდეს თავის მისწრაფებებს. ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ზუსტად ამაზეა მიმართული, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს რეფორმების გატარებისა და სამუშაოს განხორციელების გზით. მოგეხსენებათ, დღეს ბრიუსელში სხვადასხვა მოსაზრებებია ევროკავშირის გაფართოებაზე. თუმცა, ერთ რამეში ერთსულოვნებაა - ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ინსტრუმენტი, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს. თუ რა იქნება მომავალში, დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი მომდევნო წლებში“, - განაცხადა ჰარცელმა.