"გვეძახდნენ, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ ის დღეს პატიმარია", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, სუბელიანი იმდენ ხანს იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, რამდენსაც ქართული სასამართლო გადაწყვეტს.
"დღეს მე არ მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი დეტალებში ვისაუბრო ამ საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ვართ არჩევნების კონტექსტში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე. თუმცა, დეტალურად ვიცი ყველა გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად. გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს დეტალურ დონეზე. ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.