"ადამიანებს, რომლებმაც ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანაც არ გაუჭირდებოდათ"- მელია სუბელიანის ჩანაწერზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ სახელმწიფოს არა ხელისუფლება, არამედ ფარცხალაძეები, სუბელიანები მართავენ და მათგან მოსალოდნელია ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, როგორიცაა ოპონენტების ლიკვიდაცია. აღნიშნული განცხადება მელიამ გუშინ რუსთავი2-ის ეთერში გასულ ჩანაწერთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე საუბრობდა:

"სახელმწიფოს მართავენ ფარცხალაძეები, სუბელიანები და ბევრი სხვა. მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ის ადამიანები, რომლებმაც ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს და უამრავი სხვა მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, რა თქმა უნდა ამ განზრახვის სისრულეში მოყვანაც არ გაუჭირდებოდათ.“- განაცხადა ნიკა მელიამ.