გამზარდია: ,,არ დაურეკავს ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს, არც იმათ, ვინც მეგობრობას მეფიცებოდა”

გამზარდია: ,,არ დაურეკავს ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს, არც იმათ, ვინც მეგობრობას მეფიცებოდა”

ჟურნალისტი და პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

,,დღეს ერთმანეთთან გამომშვიდობების დღე გვქონდა თანამშრომლებს. ყველას გაგვიჭირდა. თითოეული ჩვენგანის უკან ჩვენი ურთიერთობაა, საქმის სიყვარული და უამრავი პრობლემაა – სოციალური ვალდებულებები, ვალები, მშობლები, შვილები.

ჩვენ შევეჩეხეთ სისტემას და ამ სისტემამ გვაჯობა ჯერჯერობით ჩვენ. საკმაოდ მარტივად მოსაგვარებელი პრობლემის გამო, რომლის უკან ხელისუფლებაა, 1500-ზე მეტი თანამშრომელი და თითოეული თანამშრომლის უკან ოჯახია.

ჩვენ გაგვიმეტა ხელისუფლებამ, ისევე, როგორც გაიმეტა უამრავი ადამიანი ამ ქვეყანაში.

დამირეკა უამრავმა ადამიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, მაყურებელმა… გაგვამხნევა და გულისტკივილი გამოთქვა…

არ დაურეკავს ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს, არც იმათ, ვინც მეგობრობას მეფიცებოდა, არცერთი არ შეწუხებულა. ჩვენ ხომ ახლა დამარცხებულები აღმოვჩნდით ხელისუფლების მხრიდან, ჰოდა, მმართველ ძალას ჩვენი მარცხის ზეიმი ჰქონია.

ერთადერთი, ვინც დღესაც აგრესიული იყო, ეს იყო ხელისუფლება და მათი პროპაგანდისტული მანქანა.

მაგრამ…

გავა ცოტა ხანი, სტრესისგანაც გამოვალთ, კვლავ ვიპოვნით გამოსავალს და ისევ აღვდგებით.

აუცილებლად აღვდგებით.”- წერს გამზარდია.