გიორგი კახიანი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება

გიორგი კახიანი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება. კონსტიტუციამ პრეზიდენტის უფლება დაუკავშირა საკითხის მოთხოვნას. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ამ უფლებას ვერავინ წაართმევს, თუმცა გადაწყვეტილებას  - თუ რა საკითხების განხილვა მოხდება მთავრობის სხდომაზე  - იღებს პრემიერ-მინიტრი და  თავად მთავრობა არის უფლებამოსილი განსაზღვროს დღის წესრიგი.

არც ერთი ნორმა არ  აკონკრეტებს  მთავრობის ვალდებულებას პრეზიდენტის  მიერ მოთხოვნილი ყველა  საკითხი განიხილოს მის სხდომაზე, ასეთი იმპერატიული ჩანაწერი არ არსებობს_ ამ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის დისკრეციაა".