სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ქალ ელჩებთან

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ქალ ელჩებთან

"ჩვენ ვართ ისტორიულად ევროპული ღირებულებების, თანასწორობის და პლურალიზმის ქვეყანა. ქალი კანდიდატის გამარჯვება ამ ფასეულობების უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით"-სოფიო ქაცარავა.

სოფიო ქაცარავას მიერ შექმნილი ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა.

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილესთან, ბულგარეთის, ესტონეთის, თურქეთის, ლატვიის და უნგრეთის ელჩებთან შეხვედრაზე განიხილებოდა წინასარჩევნო კამპანია, საპრეზიდენტო პროგრამა და ხედვა, ყურადღება გამახვილდა მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე.