საქართველოს მთავარმა პროკურატურამ , ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა.
არსებული ინფორმაციით, ბრალი კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენეს. მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულებაზე ჯერ კიდევ 2016 წელს ჩაატარა ექსპერტიზა, თუმცა რეზონანსული საქმე მხოლოდ რუსთავი 2 - ის მიერ გავრცელებული სკანდალური ფარული ჩანაწერების შემდეგ გაახსენდა.
როგორც ირკვევა, საქმეში მთავარი მტკიცებულება 2007 წელს გაკეთებული ჩანაწერია, რომლის ავთენტურობას ადვოკატები სადავოს ხდიან.
"ნიუპოსტი" დეტალებს პროკურატურაში არკვევს.