სახალხო დამცველი ადასტურებს: სუბელიანმა თვითმკვლელობა ჩანაწერების გამო სცადა

სახალხო დამცველი ადასტურებს: სუბელიანმა თვითმკვლელობა ჩანაწერების გამო სცადა

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში იყო მისული. მისი თქმით, სუბელიანს სუიციდის მცდელობა ჰქონდა სწორედ გავრცელებულ ჩანაწერების გამო, რომელშიც თავად ფიგურირებს.

რაც შეეხება შესაძლო ზეწოლის ფაქტს, ლომჯარიას განცხადებით, მსგავს ფაქტს ადგილი ვერ ექნებოდა. ციხის ადმინისტრაციამ კი სუბელიანი სუიციდის პრევენციის პროგრამაში უკვე ჩართო და ის მეთვალყურეობის ქვეშ არის. მისი ერთადერთი მოთხოვნაა მისი შვილის უფლებების დაცვა