რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, მინსკში გამართულ სინოდის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გაავრცელა:
„წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა, ამასთან მისი თქმით, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს.