არის იმის მცდელობა, რომ შეიქმნას აღქმა, რომ ქვეყანაში ადრე იყო ყველაფერი დალაგებული და ახლა ჩამოიქცა - ასე ეხმაურება სკანდალურ ფარულ ჩანაწერს "ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან კობერიძე და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება სათანადოდ გასცემს პასუხს, ყველა არსებულ შეკითხვას.
"პირადად მე, როცა დავინახე, რომ საკითხი მწვავედ იდგა, მეც მოვითხოვე გენერალური პროკურორის გადადგომა იმ საქმიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი უწყებები გამოძიების ფარგლებში ძალიან სწრაფად უპასუხებენ ამ ყველაფერს. თორემ, ვატყობ, რომ ყველასთვის ყველაფრის მიწებების მცდელობაა სხადასხვა ოპოზიციური ჯგუფებისგან. საბოლოოდ, არის იმის მცდელობა, რომ შეიქმნას აღქმა, რომ ქვეყანაში ადრე იყო ყველაფერი დალაგებული და ახლა ჩამოიქცა. მგონი, ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ გაიზარდა იმისთვის, რომ კარგი და სწორი შეფასებები მისცეს არსებულ სიტუაციას, რომელიც არის გამოწვევებით სავსე", - განაცხადა კობერიძემ.