ივანიშვილს ვაფრთხილებდი - დავით უსუფაშვილი

ივანიშვილს ვაფრთხილებდი - დავით უსუფაშვილი

სამწუხაროდ, არ გამჩენია განცდა, რომ რაღაც დაუჯერებელს ვისმენდი, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე კომენტირებისას განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ" იმ სისტემის დემონტაჟი კი არ განახორციელა, რომელიც შექმნეს „ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ მის გამოყენებას შეუდგა.

„დღეიდან არჩევნების დღემდე ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი საბუთი გვექნება დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნება" შესაცვლელია, „ნაციონალური მოძრაობა" კი ხელისუფლებასთან მოსასვლელი აღარ არის. ფაქტია, რომ „ოცნებამ" იმ სისტემის დემონტაჟი კი არ განახორციელა, რომელიც შექმნეს „ნაციონალებმა", არამედ მის გამოყენებას შეუდგა და გუშინ ჩვენ ეს მოვისმინეთ. სამწუხაროდ, ეს მე არ გამკვირვებია, ვინაიდან ჯერ კიდევ 2015 წელს, ამ ტიპის პრობლემებზე მივმართავდი კოალიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და ვაფრთხილებდი, რომ თუ ეს პროცესი არ შეწყდებოდა, ცხოვრების წესად გადაიქცეოდა", - განაცხადა უსუფაშვილმა.