“შურით ვარ აღსავსე, მშურს საქართველოს

“შურით ვარ აღსავსე, მშურს საქართველოს" - ფრანკფურტის წიგნების ბაზრობის პრეზიდენტი

"შურით ვარ აღსავსე, მშურს თქვენი ქვეყნისა, რომელიც ასეთ შემოქმედებით ნიჭს შობს", - ამის შესაბე განცხადება ფრანკფურტის წიგნების ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი აკეთებს.

"პირველად საქართველოში 2013 წელს მოვხვდი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ლიტერატურა მაინტერესებდა, მაინტერსებდა ვინ იყვნენ ის ავტორები, ვისთანაც საქმე გვექნებოდა. ამდენი არ ვიცოდით საქართველოს შესახებ. ვიცოდით, რომ ამ ქვეყანაში დიდი შემოქმედებითი ნიჭი გველოდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ის რაც მოხდა, მოულოდნელი აღმოჩნდა.

როცა "საბას" ნომინატთა სიას გავეცანი, აქაც მივხვდი რასთან გვაქვს საქმე. მადლობა ავტორებს, რომლებიც ახლა ფრანკფურტში არიან. ჩვენ ყველამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და კარგი ის არის, რომ საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობით არ დამთავრდება და ჩემი გუნდი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გააგრძელებს იმაზე ზრუნვას, რომ ქართულმა ლიტერატურამ იპოვოს მკითხველი მთელ მსოფლიოში" - განაცხადა იურგენ ბოსმა.