"რატომ მიწა მე არ გამისკდება და შენ რატომ არ ჩაგიტანს!" - ჟურნალისტი ბუღაძეს

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე ლიტარატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიაზე ლაშა ბუღაძის გამოსვლას გამოეხმაურა:

"ფრანკფურტში, სადაც 4 დღეა თავს ვაწონებთ ევროპას ჩვენი კულტურით, ლიტერატურით, წარსულით, წუხელ, "საბას" დაჯიდოვების შემდეგ სამადლობელი სიტყვა ითხოვა პატარა ბუღაძემ და არც მეტი და არც ნაკლები, საკუთარი ქვეყანა დააბეზღა.

"რეზონული" იყო მისი გამოსვლის დასაწყისი, შუა ნაწილში "წაიმორჩილაძა", მერე გაახსენა საზოგადოებას, რომ მეზობელი მჩაგვრელი პუტინის რუსეთია და ბოლოს "თავი დაგვადგა" - მწერლებს საქართველოში ავიწროებენო და სამშობლოს დატოვება უწევთო...

ვაიმეეე, რატომ მიწა მე არ გამისკდება და შენ რატომ არ ჩაგიტანს, ყველაფრისმცოდნეობა რომ დაამთავრე, ბუღაძე, ის მაინც გესწავლა სად რა უნდა ილაპარაკო - "საჯაყი" და "საონჯღორო" ქვია მაგას.

აწი შენს ნაწერებს ხელიდან ვინ გამაგდებინებს, შენისთანა დესპანი ერთი კი არა ბევრი უნდა ჰყავდეს ქვეყანას, შენ მონუმენტურო, შენა!“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.