სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს დამფუძნებელი დავით ქაცარავა, სოფელ ქვიშხეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
"არ გვიფიქრია ბევრი… შევიკრიბეთ და წავედით ქვიშხეთში, იქ სადაც ნაძირალა უცხოტომელებმა მანდილოსანზე აწიეს ხელი. ჩავედით და გვინდოდა იმ არაკაცებთან შეხვედრა, ვინც იძალადეს ჩვენს თანამემამულეზე. ჩვენი გამოჩენისთანავე ტარაკნებივით დაიფანტნენ ტერიტორიაზე. დაიმალნენ და ძლივს ვიპოვეთ პასუხის გამცემი. პასუხის გამცემი ხმამაღალი ნათქვამია, დამფრთხალი მორიგი არაკაცი, რომელმაც ბოლოს მხოლოდ ის მოახერხა, რომ პოლიცია გამოიძახა. ვერც ბოდიში მოვისმინეთ და ვერც აგრესიული პასუხი, მაგრამ ვირთხების სოროში ძებნას აზრი არ ჰქონდა.
მოძალადეებს პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ, მოქალაქეებმა! უნდა იგრძნონ და მიხვდნენ, არავინ აპატიებს ნაძირლობას! არავინ დახუჭავს თვალს შეურაცხყოფაზე! დიახ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ძალა ერთობაშია!”– წერს დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ სოფელ ქვიშხეთში ინციდენტის დროს, ჩინური კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "რუსთავი2"-ის ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას.