„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ მედიის წარმომადგენლებს კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადება გააცნო.
„ძალიან განვიცდი იმ უბედურებას, რომელიც სტიქიის შედეგად თავს დაატყდა ჩვენს თანამოქალაქეებს კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში და სხვა რეგიონებში. ასეთ დროს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ვალია თანადგომის და სოლიდარობის ხელი გავუწოდოთ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს... შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება,“-ნათქვამია განცხადებაში.