ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის 16 ოქტომბრამდე გადადგეს

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის 16 ოქტომბრამდე გადადგეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის 16 ოქტომბრამდე გადადგეს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„შემიძლია წინასწარ განვაცხადო, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 ან 10 დეკემბერს ჩატარდება. ამ მიზეზის გამო 16 ოქტომბრამდე უნდა გადავდგე“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ნიკოლ ფაშინიანი არ ასახელებდა თავისი გადადგომის თარიღს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სცენარი შემდეგია: ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგება, პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ზედიზედ ორ კენჭისყრაზე არ აირჩევს, რის შემდეგაც კანონის თანახმად პარლამენტის დათხოვნა და ახალი არჩევნების ჩატარება მოხდება.