ძლიერი ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - 17 სახანძრო ცეცხლს ებრძვის

ძლიერი ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - 17 სახანძრო ცეცხლს ებრძვის

თბილისში, ელიავას ბაზრობაზე, საწყობი და ხის მასალები დაიწვა. საგანგებო სიტუაციათა სამსხაურის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 800 კვ/მ ფართობი.

ადგილზე 17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ბოლო ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ახლა მისი საბოლოო ჩაქრობა მიმდინარებს. საამქროში ხანძარი დაახლოებით დილის 6 საათზე გაჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.