„თრილერი სარდაფთან დაკავშირებით სისულელეა, მე არასდროს მქონია კონფლიქტი ოთარ ფარცხალაძესთან“

„თრილერი სარდაფთან დაკავშირებით სისულელეა, მე არასდროს მქონია კონფლიქტი ოთარ ფარცხალაძესთან“

„ბიძინა ივანიშვილთან სულ ორი შეხვედრა შედგა და ორივე ეხებოდა სიგარეტის წარმოების განვითარებას. ჩანაწერებში რამოდენიმე ეპიზოდი რამდენიმე დუბლათ ჩავწერეთ, რადგან ოქუაშვილი ამბობდა რომ მაკლდა დამაჯერებლობა“, - ამბობს პროკურატურის მიერ დაკითხული ლევან ყიფიანი.

„ჩანაწერი არის ინსცენირება, რომელიც დადგმულია ზაზა ოქუაშვილის მიერ, ინტონაციის და ლექსიკის დონეზე. ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა მას ინსცენირებაში. თრილერი სარდაფთან დაკავშირებით სისულელეა, მე არასდროს მქონია კონფლიქტი ოთარ ფარცხალაძესთან“.

ყიფიანი ირწმუნება, რომ ჩაწერა ძირითადად ხდებოდა ზაზა ოქუაშვილის ოფისში, სადაც „ზაზას თავად ჰქონდა ჩამწერი მოწყობილობა“.

ამასთან, ყიფიანი განმარტავს, რომ ბანკში ყოფნისას მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეებთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ჩანაწერების დამზადების არსი იყო ის, რომ უცხოელი პარტნიორები დარწმუნებულიყვნენ, თითქოს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი განიცდიდა ზეწოლას სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელთა მხრიდან და საკუთარი ბიზნესის დასაცავად იგი საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას უხდიდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რის გამოც ვერ ასრულებდა მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა ჩემთვის უცნობია რეალურად გააჩნდა თუ არა რაიმე ვალდებულება უცხოელ პარტნიორებთან“, - ამბობს ყიფიანი.