„ჩანაწერების უმრავლესობა არის, ჩემი და ოქუაშვილის მიერ, მისსავე ოფისში ჩაწერილი“

„ჩანაწერების უმრავლესობა არის, ჩემი და ოქუაშვილის მიერ, მისსავე ოფისში ჩაწერილი“

პროკურატურამ უკვე მესამედ დაკითხა ლევან ყიფიანი და როგორც მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს: „გუშინდელი კითხვები ეხებოდა პირველი ორი დაკითხვის ირგვლივ დამაზსუტებელ კითხვებს“, აქვე ხაჭაპურიძე აზუსტებს, რომ „ეს იყო გამოკითხვის ოქმი და არა დაკითხვის ოქმი“.

რაც შეეხება გამოკითხვის ოქმს, მასში ყიფიანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩანაწერები მასსა და ზაზა ოქუაშვილის მიერ არის ინსცენირებული, რომელიც ოქუაშვილის ოფისშია ჩაწერილი.   

„ჩანაწერების უმრავლესობა მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც გადამონტაჟებულია...

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ზაზა ოქუაშვილის თხოვნით მოხდა, ეს იყო წმინდად ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა...

ვალის რესტრუქტურიზაციაზე ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არ ყოფილა, გადავადებასთან დაკავშირებით მაშინდელ ფინანსთა მინისტრ ქუმსიშვილთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას“, ამბობს ყიფიანი.

იგი აქვე განმარტავს, რო ოქუაშვილი ძირითადად ქეშით ოპერირებდა, რადგან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისას, შესაძლოა, ბიუჯეტს თანხა ჩამოეჭრა: „ზაზა ოქუაშვილი ხშირად ოპერირებდა ქეშით, შესაბამისად თიბისი ბანკიდან თანხის გატანა ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა იყო“.