ხმაური იყო გუშინ თბილისში, პარლამენტის წინ, სადაც შვილმოკლული მამაები აქციას მართავენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ბანერების საშუალებით კარვის კონსტრუქციის გაშლის უფლება არ მისცეს.
"წინაზე როდესაც კარვები წაგვართვა პოლიცია განმარტება მოგვცეს ასეთი რომ კარვებში ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას. სპეციალურად შევიმუშავეთ ისეთი გეგმა, რომ პოლიციისთვისაც ყოფილიყო კონტროლირებადი, წინა ფასადი არ იყო დახურული, სრულიად შეეძლოთ ეკონტროლებინათ, მაგრამ ამჯერად თავიანთ მოთხოვნასაც გადააბიჯეს,"-აცხადებს ზაზა სარალიძე.
აქციას მოგვიანებით ამერიკიდან ჩამოსული პოლიტიკური კონსულტანტიც შეუერთდა მან პოლიციელთა რეაგირება დანაშაულად შეაფასა.
"ძალიან გაკვირვებული ვართ პოლიციის ქმედებით. უცნაურია რომ აქტივისტების ასეთი მცირე ჯგუფის წინააღმდეგ აქ ამდენი პოლიციელია მობილიზებული. ხშირად მსმენია რომ სააკაშვილის დროს საქართველოში არ იყო სიტყვის თავისუფლება. მე არ მგონია, რომ ახლა სიტყვის თავისუფლება არსებობს თქვენს ქვეყანაში. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ვამტკიცო რომ საქართველოში ნამდვილი დემოკრატიაა და ამ მხრივ აქ ყველაფერი კარგადაა,"-აცხადებს ქრისტინა პუშოუ.