მადლენ ოლბრაიტი:  ტრამპი პუტინისთვის ნამდვილი საჩუქარია

მადლენ ოლბრაიტი: ტრამპი პუტინისთვის ნამდვილი საჩუქარია

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა.

„ჩემი აზრით, მას პუტინთან ძალიან მჭიდრო, ახლობლური ურთიერთობა აქვს, რასაც რუსეთი ჩვენი დემოკრატიის შესასუსტებლად და მოკავშირეებთან ჩვენი ურთიერთობების გასაფუჭებლად იყენებს. ტრამპი პუტინისთვის ნამდვილი საჩუქარია“, - განაცხადა ოლბრაიტმა.

მისივე თქმით, კრიტიკას იმსახურებს ტრამპის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესიც.

„გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უბრალოდ ჩამოშლილია. ტრამპი ამბობს და აკეთებს რაღაცას, შემდეგ ვიღაც გამოდის და გვიხსნის, თუ რისი თქმა სურდა პრეზიდენტს“, - აღნიშნა აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.