„თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

„თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეხმაურება, განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს:

„ჩვენ გავეცანით რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. ეს არის სრული აბსურდი და რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნათელი მაგალითი.

აღვნიშნავ, რომ გერმანიის მხარდაჭერით, საქართველო ნოემბერში აწყობს საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს ლუგარის ცენტრში. რუსებმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ლუგარის ცენტრის მისიასა და კონვენციასთან შესაბამისობის სავარჯიშოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ლუგარის ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრს თბილისში; დარწმუნებული ვარ, მოხარული იქნებიან, ისაუბრონ თავიანთ სარგებლის მომტან საქმიანობაზე“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში.