ზაზა გაბუნია:  მივესალმები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რეგიონების შესახებ გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებას

ზაზა გაბუნია: მივესალმები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რეგიონების შესახებ გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებას

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მიესალმება პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რეგიონების შესახებ გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებას.

ზაზა გაბუნია: საქართველოს პარლამენტი და მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების განვითარების საკითხს. ამის დასტურია დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელიც თვითკმარი და ძლიერი თვითმმართველობების და რეგიონული სუბიექტების არსებობისთვის განხორციელდება და ამის დასტურია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც რეგიონებში ხორციელდება.

ამ ფონზე ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია როცა საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის ამ საკითხის მნიშვნელობა და გამოჰყოფს მას როგორც პრიორიტეტულს."

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის აპირებს აქტიური შეხება ჰქონდეს რეგიონებთან და ხალხთან ერთად იმუშაოს ინიციატივებზე და ინოვაციებზე