პუტინი: ევროპისთვის სირცხვილი იქნება თუ ის საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ შეძლებს

პუტინი: ევროპისთვის სირცხვილი იქნება თუ ის საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ შეძლებს

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ევროპისთვის სირცხვილი იქნება თუ ის საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ შეძლებს. ეს განცხადება ჩრდილოეთ ნაკადის პროექტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგში, ავსტრიის კანცლერთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

პუტინის თქმით, ბულგარეთმა სხვა ქვეყნების ზეგავლენის შედეგად უარი თქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე, რასაც ახლა ნანობს და რუსული გაზის მიღება თურქული ნაკადის მეშვეობით სურს. რუსეთის ლიდერის შეფასებით, თუ სხვა ქვეყნები ბულგარეთს მიბაძავენ, ეს მხოლოდ მათი სისუსტის გამოვლინება იქნება.