ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქე არკადი დვორკოვიჩი უხელმძღვანელებს.
„ფიდეს“ ხელმძღვანელი კენჭისყრის შედეგად აირჩიეს, მან 185 ხმიდან 103 ხმა მიიღო. „ფიდეს“ პრეზიდენტობის პოსტზე სამი კანდიდატურა იბრძოდა: გეორგიოს მაკროპულოსი და ნაიჯელ შორტი, თუმცა ამ უკანასკნელმა კენჭისყრის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
მაკროპულოსმა არჩევნებამდე განაცხადა, რომ ეს ბრძოლა პოლიტიკური იყო და ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციას ხმის მიცემას აიძულებდნენ.
არკადი დვარკოვიჩი 2018 წლის გაზაფხულამდე რუსეთის ვიცე-პრემიერი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწე. 2007 წელს იყო რუსეთის საჭადრაკო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის საჭადრაკო ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.