7 ოქტომბრამდე ამინდი გაუარესდება-სინოპტიკოსები წყალმოვარდნებსა და თოვლს ელოდებიან.

7 ოქტომბრამდე ამინდი გაუარესდება-სინოპტიკოსები წყალმოვარდნებსა და თოვლს ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 5-6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ვარაუდობენ ზოგან ძლიერ ქარს, ხოლო ზღვაზე - 3-4 ბალიან ღელვას. 

5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა ითოვოს.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს", - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.