"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი. ზაზა ოქუაშვილი დარწმუნებულია, რომ სპორტის ყოფილ მინისტრზე ხელისუფლების მხრიდან მორიგი ზეწოლა განხორციელდა.
ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით აუდიო ჩანაწერებს ექსპერტიზა საფრანგეთში ჩატარდება. რადგან ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ვინაიდან ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა ბიზნესის რეკეტსა და თანხის გამოძალვაზე სამართლებრივი რეაგირება სწორედ ფრანგმა სამართალდამცველებმა უნდა მოახდინონ
კურიერმა დღეს ზაზა ოქუაშვილს ჰკითხა არსებობს თუ არა დამატებით მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო ჩანაწერები, რომელითაც მასზე განხორციელებულ ზეწოლას და რეკეტს დაამტკიცებს, ოქუაშვილი ამ კითხვას ღიად ტოვებს და ბიძინა ივანიშვილს სთხოვს გაასაჯაროოს მათი შეხვედრის ამსახველი ფარული ჩანაწერი.
ზაზა ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ მის კომპანიას დავალიანება ბიუჯეტის წინაშე მას შემდეგ დაუგროვდა რაც უარი თქვა ოცნებისთვის ქრთამი გადაეხადა. სწორედ ამის შემდეგ მას ივანიშვილის დავალებით თამბაქოს რეალიზებაზე კვოტები დაუწესეს, ბიზნესს შეზღუდეს და გაკოტრებამდე მიიყვანეს.