წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC International Court of Arbitration) და საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟი დაფუძნდება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მემორანდუმს ხელს 20 დეკემბერს, პარიზში მოაწერს.
ეს არის მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი თანამედროვე, ღია და კონკურენტული ეკონომიკისთვის, რომელიც მოიზიდავს მეტ ინვესტორს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. გეოპოლიტიკურ მდებარეობასთან ერთად, განვითარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური გარემო კიდევ უფრო მეტად ხდება ჩვენი ქვეყნის უპირატესობა.