საქართველოში ნიგერიის დედოფალი და ქუვეითის პრინცესა ჩამოდიან

საქართველოში ნიგერიის დედოფალი და ქუვეითის პრინცესა ჩამოდიან

5-6 ოქტომბერს „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ (GAACC) და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ (UBL) ორგანიზებით თბილისში „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე დასასწრებად მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან საქართველოში სპიკერები და დელეგატები ჩამოდიან. ამის შესახებ GBC.ge - ი წერს.

ფორუმის ფარგლებში  საქართველოს პირველად სტუმრობს შეიხა ჰესა საად აბდულაჰ ალ-საბაჰი - ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი; აგრეთვე ზაინაბ ოტიტი ობანორი - ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი.

ფორუმის მიზანია, საერთაშორისო დელეგატებს გააცნოს საქართველო - პატარა ქვეყანა, დიდი შესაძლებლობებითა და საინვესტიციო პოტენციალით.