ძლიერი აფეთქება ბაზალეთში, დევნილთა დასახლებაში - სამი დაშავებულიდან ერთი 10 წლის ბავშვია

ძლიერი აფეთქება ბაზალეთში, დევნილთა დასახლებაში - სამი დაშავებულიდან ერთი 10 წლის ბავშვია

დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ არსებულ დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბავშვია.

აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე ელექტრო- ან თბოენერგიის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.