„რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობით“

„რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობით“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრგორი კარასინი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს. კარასინის განცხადებით, მსგავსი შეხვედრის შემთხვევაში აუცილებელია შედეგის მიღწევა:

„პრეზიდენტების დონეზე შეხვედრისთვის მხოლოდ შეხვედრა, განხილვა და დამშვიდობება საკმარისი არ არის. აუცილებელია შედეგის მიღწევა იმისათვის, რომ ორივე ქვეყანა კმაყოფილი იყოს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს პერსპექტივით შევხედოთ. რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ ურთიერთობების ნორმალიზებით, საქართველოსთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობით. ამ დრომდე ეს აქსიომად რჩება“,- განაცხადა გრიგორი კარასინმა.