პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დახმარებით ბიზნესი და ტელევიზია სრულიად უანგაროდ დაიბრუნა. კობახიძემ განაცხადა, რომ ოქუაშვილმა ბიუჯეტის წინაშე დაახლოებით 50-მილიონიანი დავალიანება დააგროვა და სურს, რომ ვალი ბიუჯეტში არ გადაიხადოს:
“სიტუაცია არის ასეთი: - ზაზა ოქუაშვილი არის ადამიანი, რომელსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანუ აკაკი ბობოხიძემ, სერგი კაპანაძემ და რომან გოცირიძემ ჯერ ბიზნესი წაართვეს და შემდეგ წაართვეს ტელევიზია. ვიდრე კანონიერ მეპატრონეს “რუსთავი2“-ს წაარმთმევდნენ, მანამდე იყო “იბერიის“ წართმევა. ყველას გვახსოვს, როცა თანამშრომლები მიწაზე იწვნენ. ეს არის სწორედ ჰოლოკოსტი, როცა ადამიანის ღირსების შელახვით ხდება ბიზნესისა და ტელევიზიის წართმევა. ეს მოხდა “ნაციონალური მოძრაობის“ დროს. 2012 წლის შემდეგ, ქვეყნიდან განდევნილი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და მას “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დახმარებით ბიზნესი და ტელევიზია სრულიად უანგარიდ დაუბრუნდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.