„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის თქმით, მედია ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ
„რა დღეში იყო მედია, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ. დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, მისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო - პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა ამ პროცესს და თავისი მოღვაწეობის 80% სწორედ ამას მოახმარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.
პარტიის ლიდერი ღიმილის მომგვრელს უწოდებს მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს.