პროვოკაციები მე ვერ მაჩერებს- აცხადებს ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
ზურაბუშვილი, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" ცნეტრალური ოფისში გამართულ შეხვედრას დაესწრო, მის საწინააღმდეგი კამპანიას გამოეხმაურა.
მმართველმა გუნდმა კი ზურაბიშვილს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხდა. განცხადება პარტიის სახელით, კახა კალაძემ გააკეთა:
"ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ არჩევნებით უნდა დავამკვიდროთ ახალი, ჯანსაღი და დემოკრატიული კონსტიტუციური ტრადიცია. ჩვენ უნდა ავირჩიოთ საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი." განაცხადა კალაძემ.