„ანეკდოტების სიაში შევა“ - ბახტაძესთვის ოქუაშვილის სკანდალური განცხადებები ღიმილისმომგვრელია

„ანეკდოტების სიაში შევა“ - ბახტაძესთვის ოქუაშვილის სკანდალური განცხადებები ღიმილისმომგვრელია

"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ღიმილისმომგვრელს უწოდებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ბახტაძის თქმით, ბიზნესმენის ეს განცხადება ანეკდოტების სიაში შევა.

“ჩემი რეაქცია არის ძალიან მარტივი აღნიშნული განცხადება შევა კიდევ ერთი ანეკდოტების სიაში, რომელსაც ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ: ორსართულიანი მატარებელი გვირაბში ვერ გაეტია; კახი კალაძე ვერტმფრენით გაფრინდა ყაზახეთში და ა.შ. ასეთი ტიპის განცხადებაა ესეც. ღიმილისმომგვრელია ჩემთვის. მე რომ წავიკითხე, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს სთხოვს მეწარმეს, ღიმილისმომგვრელი იყო... როდესაც ვსაუბრობთ ვინმეს დაზარალებაზე, თუ ოქუაშვილს რამე ფაქტები აქვს, ერთ პაკეტად უნდა შეკრას და თავისი იურისტის ან ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს. როდესაც ამას აქვს პროცესის შექმნის იმიტაცია, რა თქმა უნდა, ჩდება ძალიან ბევრი კითხვა. ჩვენ უნდა გავყოთ ის საკითხი, რომლის გაყოფაც, როგორც ჩანს, არ სურს ოქუაშვილის: ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას და ყველა სხვა ეპიზოდი. არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადები არ გადაიხადო. უფრო დიდი უპასუხისმგებლობა გახლავთ, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე დგება კითხვის ნიშნის ქვეშ იმის გამო, რომ თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა გადასახადებს არ იხდის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.