„ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს“

„ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს“

„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ მოზარდების მკვლელების საქმეზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მოზარდების მკვლელეობის საქმეზე პოლიტიკური სპექტაკლი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაათამაშა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს. მოზარდებს შორის მომხდარ დანაშაულზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა, მაგრამ როდესაც რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ბრალდების ყველა პუნქტში პირველი ინსტანციის მოსამართლის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, რითაც საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა.

ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უსუსური მცდელობა, ბავშვის მკვლელობის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს, სადაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების უმძიმეს შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ. სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას იმ საქმეში, სადაც პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ოპოზიციის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამაც კი ვერ გაბედა“,- განაცხადა კახა კალაძემ.