"რამდენიმე დღეში მოგცემთ ინტერვიუს"- ივანიშვილმა მისი მონაწილეობით განხორციელებულ ბიზნესტერორზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომოპანია "იბერიას" დამფუძვნებლის იმ განცხადებას სადაც ზაზა ოქუაშვილმა თქვა, რომ ივანიშვილის მოთხოვნით, მან 4 მილიონი გადაურიცხა არ პასუხობს.

საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც მმართველი პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა, ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა, თუმცა მან აღნიშნულ ნრალდებაზე საუბარი არ ისურვა. ექსპრემიერს მედიისთვის კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია თუმცა თქვა, რომ საკითხზე ძალიან მალე ისაუბრებს. 

"რამდენიმე დღეში მოგცემთ ინტერვიუს"- თქვა მან. 

ივანიშვილთან ერთად, ტრიბუნასთან იდგა ოცნების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, ასევე პრემიერი ბახტაძე შს მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის სხვა ლიდერრები. 

მედიისთვის განცხადება "ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ხმაურიანი ბრალდებები, რომელიც ხელისუფლებისგან ისმის "ნაციონალური მოძრაობის" პროვოცირებული და დადგმულია.