სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში მარტვილში, ჩხოროწყუში და წალენჯიხაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„თუ ვინმემ იცის, რას ნიშნავს შიდა დაპირისპირება, ეს, პირველ რიგში, იცის სამეგრელომ. ჩვენი - ყველას მიზანია დაპირისპირების დაძლევა, ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება.

თუ საზოგადოება შეკრული არ არის, მას უჭირს წინსვლა. ჩვენი მთავარი მიზნების მიღწევას მხოლოდ ერთი კაცი ვერ შეძლებს. ამ მიზნის ასრულებაში ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. მე ვიქნები საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მარტვილში გამართულ შეხვედრაზე.